a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Night Of Photography

Tbilisi Photo Festival

16.09.2017

იწყება

20:00

სრულდება

01:00

ფოტოგრაფიის ღამე თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიებაა, 7000-მდე სტუმრით. ფოტოგრაფიის ღამე 2010 წელს შეიქმნა, როგორც არლის ფოტო ფესტივალის “La Nuit de l’Annee“-ს კავკასიური ვერსია.

შაბათს, 16 სექტემბერს, საღამოს 8 საათიდან, 8 მასშტაბური ეკრანი და მათზე ნაჩვენები ადგილობრივი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, მთელს კომპლექსს მოიცავს: სახურავსა და ვესტიბიულს, რესტორანსა და შიდა ეზოს, სამრეცხაოსაც კი.

ფოტოგრაფიის ღამის ფარგლებში ნაჩვენები ფოტოები წარმოადგინა 30-ზე მეტმა სააგენტომ, ორგანიზაციამ, ინსტიტუციამა და გამომცემლობამ. თბილისის ფოტო ფესტივალი მიესალმება ფოტოგრაფიის ღამის ახალ მონაწილეებს: The British Journal of Photography, L’Oeil de la Photographie, PhotoVogue, Vlisco, Delhi Photo Festival, VASA Project, Finish Museum of Photography, Ibasho gallery (Belgium), Nargis Magazine (Azerbaijan), Yol Magazine (Azerbaijan), Georgian Agency of Protected Areas, AKV|St.Joost Breda Scool of Photography (Netherlands), Docking Station, Singular Lens, FK Magazine (Latvia) and Fotomatiane – joint project of Geocell – ჯეოსელი and საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia

ფესტივალის ტრადიციულ პარტნიორებთან ერთად, ფოტოგრაფიის ღამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იუსტინა მიელნიკევიჩისა და იური კოზირევის ხელმძღვანელობით გამართული, თბილისის ფოტო ფესტივალის მასტერკლასის მონაწილე ფოტოგრაფების ნამუშევრები: Les Rencontres d’Arles [officiel] with the selection of the program of Night of the Year screened in Tbilisi in memory of late Claudine Maugendre, LensCulture, Angkor Photo-Workshop, ინდიგო • Indigo Magazine, Ria Keburia Gallery, National Geographic Magazine საქართველო and ERROR IMAGES, Prafota (Belarus).

ფოტოგრაფიის ღამე ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებად იქცა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა, ყოველ წელს, დიდი ინტერესით ელოდება.
2017 წლის ფოტოგრაფიის ღამის პროგრამით, 400-მდე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

Facebook Event

ka_GEGeorgian