a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Natia Zarandia – Play @ Art Up / Street Gallery

04.04 - 30.04.2019

იწყება

12:00

სრულდება

 

Art Up / Street Gallery გიწვევთ ნათია ზარანდიას გამოფენაზე, რომელიც გაიხსნება 29 მარტს თბილისში, ფაბრიკას ეზოში, ხოლო ბათუმის საგამოფენო არტ ბოქსებში 7 აპრილიდან.

ნათია ზარანდია არის ილუსტრატორი, რომელიც ფენტეზის ჟანრის წიგნების თარგმანებისთვის გარეკანებს და შიდა ილუსტრაციებს ქმნის, რომელთა შორის არის: რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკა”, ენდი უირის “მარსელი”, სტივენ კინგის “ბნელი კოშკი”, “ის” და “შინაური ცხოველების სასაფლაო”, ბრენტ უიქსის “შავი პრიზმა”, მაიკლ ჯ. სალივანის „ხმლების ქურდობა“, ჯეფ ვანდერმერის “ანიჰილაცია” და სხვა. ამჟამად მუშაობს ფენტეზის მკითხველთა ფავორიტი ავტორის საბავშვო მოთხრობების კრებულის შიდა ილუსტრაციებზე – ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა – ბავშვობის საყვარელი მწერლის წარმოსახვის თავისებურად ილისტრირებაზე.

პროექტის Artup.ge-ს მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, რომელიც ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები თბილისის და ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში.

ka_GEGeorgian