a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

ჩემი ბებია – ფილმის ჩვენება ცოცხალი გახმოვანებით

29.03.2018

იწყება

20:00

სრულდება

21:30

CES წარმოგიდგენთ ნატალია ბერიძის და ნიკა მაჩაიძის მუსიკის წარმოების კურსდამთავრებულთა ფინალურ პროექტს-ჩემი ბებია.

„ჩემი ბებია“ — ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია კოტე მიქაბერიძე.

ფილმი გადაღებულია 1929 წელს, თუმცა მისი ჩვენება აკრძალული იყო 40 წლის განმავლობაში. 1976 წელს ფილმი აღადგინა რეჟისორმა ლეილა გორდელაძემ. ფილმი არის საბჭოთა ექსცენტრული კინოს მაგალითი და სატირულად გადმოსცემს ჯერ კიდევ ახალგაზრდა საბჭოთა სისტემის ცხოვრებას.

CES-ის მუსიკის წარმოების სტუდენტები გაახმოვანებენ და მუსიკალურ ფონს შეუქმნიან ამ უხმო ფილმს.

მონაწილეობენ:
ნატალია ბერიძე
ნიკა მაჩაიძე
ნაზი ჭავჭავაძე
დეა ბეჟუაშვილი
დავით გაბუნია
ქეთი ერისთავი
ეთო გელაშვილი
გიორგი ქორიძე

ფილმის ჩვენება შედგება ფაბრიკის ტერიტორიაზე, ყოფილ ფაბრიკაფიტის სივრცეში.

დასწრება თავისუფალია.

ka_GEGeorgian