a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Meet the investor – შეხვედრა Gita-თან

13.06.2018

იწყება

19:00

სრულდება

20:00

ინვესტორთან შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად Enter • ენთერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA ს უმასპინძლებს. სააგენტოს წარმომადგენლები გაგაცნობენ მცირე გრანტების პროგრამას, მიმდინარე შესაძლებლობებსა და არსებულ პრიორიტეტებს, ასევე იმ წარმატებულ გამოცდილებებს, რაც უკვე დაგროვდა მცირე გრანტების ხელშეწყობით.

შეხვედრა გაიმართება Impact Hub Tbilisi-ში 13 ივნისს , 19:00 საათზე. დასწრება თავისუფალია, თუმცა დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 10 ივნისის ჩათვლით:

https://goo.gl/forms/Ec041C2qgfVV3l2d2

შეხვედრების მიზანია დამწყებ სტარტაპერებში არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა როგორც დონორების, ასევე ბიზნესის და სამთავრობო სექტორის მხრიდან სტარტაპების დასახმარებლად, თუმცა ხშირად მსგავსი ინფორმაცია არ მიდის სწორ ადრესატამდე.
სწორედ ამიტომ, თვეში 2-ჯერ გაიმართება შეხვედრა ინვესტორებთან/დონორებთან/საინტერესო პროგრამების ორგანიზატორებთან, რომლებიც გააცნობენ ახალბედა და გამოცდილ სტარტაპერებს არსებულ შესაძლებლობებს, კონკურსებს, პროგრამებს საქართველში და ასევე საზღვარგარეთ.

ka_GEGeorgian