a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ

@Black Dog Shop

22.10.2017

იწყება

19:00

სრულდება

21:00

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე Black Dog shopp-ში / ფაბრიკა (ე.ნინოშვილის, 8) გაიმართება Magnum Photos 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტის “რუსული დღიურის კვალდაკვალ” ალბომის პრეზენტაცია.

ალბომი შეიქმნა ცნობილი ომის ფოტოგრაფის, Magnum Photos პრეზიდენტის თომას დვორჟაკის და ჟურნალისტ ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობის შედეგად, რომელიც მათ რობერტ კაპას და ჯონ სტეინბეკის საბჭოთა კავშირში 1947 წლის მოგზაურობის კვალდაკვალ 2017 წელს გაიმეორეს.

ამ მოგზაურობის შედეგად შექმნილი ფოტომასალის გამოფენა გაიმართა თიბისი გალერეაში და Zango Sudio-ს დიზაინ-იდეით გამოიცა ალბომი.

MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტი მიეძღვნა MAGNUM PHOTOS-ის 70 წლისთავს. პროექტის მხარდამჭერია IDS ბორჯომი საქართველო.
პროექტის ხელმძღვანელი ეკა ენუქიძე.
ალბომის დიზაინი მანანა არაბული / Zango Studio

22 ოქტომბერს, რობერტ კაპას დაბადების დღეს, შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ შეიძინოთ ალბომი სპეციალურ ფასად, შეხვდეთ პროექტის ორგანიზატორებს და იხილოთ თიბისი ბანკის მიერ გადაღებული ვიდეო ჩანახატი ამ პროექტზე.

ღონისძიების დროს ასევე მოეწყობა აუქციონი, რომელზეც გაიყიდება 5 ალბომი თომას დვორჟაკის ავტოგრაფით.

დასწრება თავისუფალია.

ka_GEGeorgian