a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Luminous Frames – ფილმისა და ფოტოგრაფიის ფესტივალი

01.05 - 05.05.2023

Starts At

17:00

Ends At

21:00

Luminous Frames კინოსა და ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალია, რომლის სეზონური ღონისძიებები, პირდაპირი ჩვენები და ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია დანიაში ტარდება.
მე-5 საერთაშორისო ფესტივალს 2023 წლის 1-დან 5 მაისამდე ფაბრიკა თბილისი მასპინძლობს.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენების ორგანიზებას.
ფესტივალი ყოველ წელს დანიის ორ ქალაქში, კოპენჰაგენსა და კილერუპში ტარდება. თუმცა, გასულ წელს ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მიიღეს ყოველი ახალი ფესტივალი ევროპის განვითარებად ქვეყნებში გაიმართოს, გარდა იმ დაჯილდოების ცერემონიისა რომელიც დანიაში წელიწადში ორჯერ ტარდება.
კინემატოგრაფების ფილმების ჩვენება, მე-5 კინოფესტივალში პარალელურად ორ ქვეყანაში – სომხეთსა და საქართველოში მოხდება. ფესტივალის ბოლო დღეს კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გადაეცემათ სპეციალური ჯილდო.
ფესტივალის განმავლობაში წარდგენილი იქნება ყველა ჟანრის დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმები, განსაკუთრებით ისეთი ნამუშევრები, სადაც გენდერული და ეთნიკური მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები და გარემოსდაცვითი საკითხებია წარმოდგენილი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.