a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Graffiti Workshop by T-Kid

11.10.2019

Starts At

17:00

Ends At

19:00

Fabrikaffiti Urban Art Fest 2019-ს ლეგენდარული გრაფიტი არტისტი T-KID დააცხრება თავს ნიუ იორკიდან!

ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას გრაფიტი მასალების და თულების შესახებ. ვორქშოპი ასევე მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეები შექმნიან რეალურ ნამუშევარს.

ვორქშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ვორქშოპში მონაწილეობა არის უფასო, თუმცა ადგილები არის შეზღუდული. ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ 15 ადამიანს.
მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/meUaSe2kTQsCRMkAA

Julius Cavero, ცნობილი როგორც T-KID 170, ამერიკელი გრაფიტი არტისტია ბრონქსიდან და მას გრაფიტის მეფეს უწოდებენ. დაიბადა 1961 წელს და პატარა ასაკიდანვე ბრონქსის გენგების რიგებს შეუერთდა. გენგებს შორის ერთ-ერთი დაპირისპირებისას შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს და საავადმყოფოში გამოფხიზლებისთანავე გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება გრაფიტის შექმნისთვის მიეძღვნა და აღარასოდეს გაკარებოდა გენგ-ცხოვრებას. T-KID-ის კარიერა 70-იანი წლებიდან იწყება, გამორჩეული სტილის და წარმატებული Train Bombing-ის წყალობით მალევე მიიქცია ყურადღება და ქუჩის ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.