a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Garage48 Youth Empowered Hackathon Tbilisi 2019

06.10.2019

იწყება

17:30

სრულდება

20:00

Garage48, იმფაქთ ჰაბ თბილისთან და ესტონეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მასპინძლობს 48 საათიან ჰაკათონს ახალგაზრებისთვის, ვისაც აინტერესებს მეწარმეობა!

Თუ გატაცებული ხარ მობილური აპლიკაციებით და პროგრამირებით, გაქვს იდეები, გინდა გამოცდილების გაზიარება, სწავლობ ან მუშაობ გრაფიკულ დიზაინში, მარკეტინგში, პროექტების მართვაში, ან ზოგადად გაინტერესებს მეწარმეობა, შემოგვიერთდი.

Ჰაკათონი ჩატარდება თბილისში, 2019 წლის 6-8 დეკემბერს.

Ჰაკატონში მონაწილეობა ყველას შეუძლია. ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს ვთავაზობთ ჰაკათონისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებს:

რა არის ჰაკათონი?
ჰაკათონი არის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების ძიებას. Ეს არის Მოკლევადიანი, ინტენსიური პროგრამა, რომელიც ემსახურება ინოვაციური პროტოტიპების შექმნას და ახალი სტარტაპების გაჩენას.

ველოდებით პროგრამისტებს, UX/UI დიზაინერებს, მარკეტერებს, პროექტის მენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მეწარმეობა აინტერესებს. ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე დასაქმებულ პროფესიონალებს. Ჰაკათონს ვიწყებთ იდეების გენერირებით და გუნდების ფორმირებით და ვემზადებით საბოლოო მიზნისთვის – შევქმნათ სამუშაო პროტოტიპი ჟიურისთან წარსადგენად. ღონისძიების განმავლობაში ყველა გუნდს მენტორობას გაუწევენ საერთაშორისო ექსპერტები.

შეუერთდი და გაატარე შაბათ-კვირა კრეატიულად და საინტერესოდ, იმუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აქციე იდეები რეალობად და დაბრუნდი სახლში შესანიშნავი პრიზებით.

Ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 27 ნოემბერია!

ka_GEGeorgian