a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Garage48 “Gamification & Entertainment” hackathon Tbilisi 2017

by Impact Hub Tbilisi

08.12 - 10.12.2017

იწყება

18:00

სრულდება

21:00

ღონისძიების ვებსაიტი: http://garage48.org/events/garage48-gamification-2017
ღონისძიება არის უფასო, თუმცა აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია: https://garage48tbilisi2017.eventbrite.com/
კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით: info@garage48.org

***

Garage48 დაბრუნდა თბილისში, რომ ერთმანეთს შეახვედროს ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებსაც აერთიანებთ სტარტაპერული აზროვნება. თუ გსურს მობილური ან ვებ აპლიკაციის შექმნა, გაქვს დიდი იდეები, გსურს გაიზიარო გამოცდილება და შეკრა ძლიერი გუნდი – მაშინ უნდა შემოგვიერთდე!
Garage48 Gamification & Entertainment hackathon გაიმართება თბილისში 8-10 დეკემბერს, ფაბრიკაში.

ღონისძიება იმართება ესტონეთის განვითრების კოოპერაციის და Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორის, ჩვენი რეზიდენტის, Impact Hub Tbilisi-ს დახმარებით.

შემოგვიერთდით, თუ გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან, მიიყვანოთ თქვენი იდეები პროტოტიპებამდე და სახლში წახვიდეთ შესანიშნავი პრიზებით!

თქვენ იმუშავებთ იდეებზე გემიფიკაციისა და გართობის სფეროდან!

Garage48 არის რამოდენიმე დღიანი ინტენსიური დეველოპერული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ვებ და მობილური აპლიკაციებისა და სტარტაპების რეალობაში მოყვანას. ღონისძიებაზე ელიან 80-მდე სოფთვეარ დეველოპერს, UX/UI დიზაინერებს, წარმომადგენლებს ბიზნესის სფეროდან, მარკეტერებს და პროექტის მენეჯერებს. 

დასწრება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე, სპეციალისტებს.

თითოეულ გუნდთან იმუშავებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორი.

გელით!

ka_GEGeorgian