a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Art Up / Street Gallery: გაგა თურმანიშვილი – ილუსტრაცია წიგნებიდან

05.02 - 19.02.2019

იწყება

12:00

სრულდება

01:00

5 თებერვლიდან, ჩვენს ეზოში, Art Up / Street Gallery-ს არტ ბოქსებში, ქართველი ილუსტრატორის გაგა თურმანიშვილის ნამუშევრები გამოიფინება.

გაგა თურმანიშვილი არის ილუსტრატორი და ანიმატორი. მისი მონაწილეობით შეიქმნა კომიქსები “ბალადა ვეფხისა და მოყმისა” და “ფატალური შეცდომა”. გაგა აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობასთან “წიგნები ბათუმში” და შექნმა ილუსტრაციები ისეთი ცნობილი წიგნებისთვის როგორიც არის “ნისლქმნილი” (ბრენდონ სანდერსონი), “პირველი კანონი” (ჯო აბერკრომბი), სახეცვლილი ნახშირბადი (რიჩარდ კ. მორგანი), “მე რობოტი” (აიზეკ აზიმოვი), “უცხო უცხოთა ქვეყანაში” (რობერტ ჰაინლაინი), “დიდი პატარა ტყუილები” (ლიან მორიარტი), „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა“ (მერი დაუნინგ ჰანი) და სხვა. 2013 წელს გაგა გახდა ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის (CG Georgia) ფესტივალის 2D პერსონაჟის დიზაინის გამარჯვებული.

პროექტის Artup.ge-ს მიზანია ციფრული ხელოვნების პოპულარიზაცია, რომელიც ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები თბილისის და ბათუმის ქუჩებში განთავსებულ არტ ბოქსებში.

ka_GEGeorgian