a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

Fuckup Nights Tbilisi vol. 7

30.11.2018

Starts At

19:00

Ends At

21:00

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

როდის და სად?
გელოდებით 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisiპარტნიორობით. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur GeorgiaAT.geინდიგო • Indigobpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

ონლაინ ბილეთები:

Eventer.ge – https://eventer.ge/event/fuckup-nights-tbilisi-vol-7/1072/en
Tkt.ge – https://beta.tkt.ge/Show/5389/fuckup-nights-tbilisi-vol-7
Biletebi.ge – https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/fuckup-nights-tbilisi-vol-7-fuckup-nights-tbilisi-vol-7

I კალათა – 15 ₾
II კალათა – 20 ₾
III კალათა – 25 ₾