a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Fuckup Nights Tbilisi vol. 3

15.06.2018

იწყება

19:00

სრულდება

21:00

გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ, ჩვენი მესამე ღონისძიება ახალი ისტორიებით ბრუნდება!

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.
ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 252 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

როდის და სად?
გელოდებით 15 ივნისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi,Fabrika Hostel და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.

ღონისძიების პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia, TaxifyGeorgia, Kedari Ventures, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean, Panophobia,Urban Garden, Vivus.ge, and adjaranet.com.

Media partners of the event are Entrepreneur Georgia, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი, and Radio Shokoladi (რადიო შოკოლადი).

ონლაინ ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ:
Eventer.gehttps://eventer.ge/event/fuckup-nights-tbilisi-vol-3/902/ka
TKT.GE – ბილეთები ონლაინhttps://tkt.ge/ka/event/fuckup-nights-146634
Biletebi.gehttps://biletebi.ge/fabrika/fuckup-nights-tbilisi-vol3-fuckup-nights-tbilisi-vol3

 

 

ka_GEGeorgian