a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Fuckup Nights Tbilisi vol. 2

18.05.2018

იწყება

19:00

სრულდება

21:00

Fuckup Nights ახალი ისტორიებით ბრუნდება!

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 250 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის კეთდება?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

18 მაისის ღონისძიების სპიკერები არიან:

  • თეონა ბაღდავაძე – Key Communications, დამფუძნებელი
  • დავით ჩეჩელაშვილი – XPAND-ის (XPANDVision-ის) ბიზნესის განვითარების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

როდის და სად?
გელოდებით 18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika Hostel და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.

ღონისძიების სპონსორები არიან: ლუდი ქარვა, “ლურჯი ოკეანე / Blue Ocean” წარმატების ბიბლიოთეკა, კედარი ვენჩერს, Scoot Scoot, Camora Basement, PIPES burger joint.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მხარდაჭერით იმართება ღონისძიების სპეციალური გამოშვება ინოვაციებისა და ტექნელოგიების სფეროში.

“საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა – გენიალური”.

ონლაინ ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ:
❏ TKT.GE – ბილეთები ონლაინ – https://goo.gl/mdwC9k
❏ Biletebi.ge – https://goo.gl/nAh7Gk
❏ Eventer.ge – https://eventer.ge/fuckup

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

ka_GEGeorgian