a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Fuckup Nights Tbilisi vol. 10 & Fuckup Book Presentation

28.02.2019

იწყება

20:00

სრულდება

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

როდის და სად?
გელოდებით 28 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

ივენთის ფარგლებში იქნება Fuckup Book-ის ქართული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი Tbilisi Startup Bureau და ბიზნესლიტერატურის პროექტ ლურჯი ოკეანე • Blue Ocean თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცემა. Fuckup Book Fvckup Nights-ის მოძრაობის ნაწილია და სწორედ ამ ღონისძიების იდეის ავტორებს ეკუთვნით.

ka_GEGeorgian