Fabrika Rooftop : OHMME
04.10.2019
იწყება
00:00
სრულდება
21:00
ცოტა რამ ჯობს ცოცხალი მუსიკის მოსმენას ღია ცის ქვეშ, შემოდგომის გრძელ და მშვენიერ საღამოს.
ამიტომაც, მოუთმენლად ველით ჩვენი ამერიკელი მეგობრების – OHMME-ს მუსიკალურ პერფორმანსს ჩვენს სახურავზე. გიირჩევთ, თქვენც შემოგვიერთდეთ.
OHMME არის Sima Cunningham-ის და Macie Stewart-ის დუეტი. ორივე ჩიკაგოდანაა. ბენდი 2014 წლიდან აკეთებს ჰარმონიული ვოკალისა და ქაოტური გიტარის ჟღერადობების ექსპერიმენტებს. ფაბრიკაში დაგეგმილი კონცერტი იქნება დუეტის პირველი პერფორმანსი კავკასიაში და პერფორმანსისთვის მათ შემოუერთდება Vardan Paremuzyan დრამზე.
ბილეთები იყიდება ფაბრიკა ჰოსტელის მიმღებში.
ბილეთის ფასი – 10 ლარი.