ფაბრიკას კინო-კლუბის და კინედოკის ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენება გრძელდება.
25 სექტემბერს წარმოგიდგენთ ანნა ძიაპშიპას ფილმს “ავტოპორტრეტი ზღვარზე”.
“ავტოპორტრეტი ზღვარზე” იდენტობითა და საზღვრებით შეპყრობილობაზეა. აფხაზეთის ომის დროს დაკეტილი სახლის კარის გაღების შემდეგ, იქ დაგუბებული მტკივნეული და პირადი ამბები გამოხატვის გზას პოულობს და თხრობის ექსპერიმენტულ ფორმას იძენს. ფილმი პირადი და საჯარო საარქივო მასალებითა და აფხაზეთში გადაღებული კადრებით ქართულ-აფხაზური რთული ურთიერთობების პერსონალურ განზომილებაზე ჰყვება.
ხანგრძლივობა – 50 წუთი
ენა – ქართული, ინგლისური სუბტიტრებით
თავისუფალი დასწრება | დონაცია