გამოფენა – ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში
ნანუკა ზაალიშვილი
05.05 - 11.05.2018
იწყება
15:00
სრულდება
23:00
ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში
ნანუკა ზაალიშვილი
ორგანიზატორი: ფროჯექთ ართბითის მოძრავი გალერეა
საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ 2015 წელს დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ეს მცირე ზომის მოცულობები საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ქართველი არქიტექტორების, დიზაინერებისა და მხატვრების ხედვისა და სტილის გამომხატველია და ერთ–ერთი მნიშნველოვანი მატერიალური მემკვიდრეობა, რაც ქართულ არქიტექტურას ამ დროიდან შემორჩა.
დღეს ზოგი გაჩერება ისეა შემონახული, რომ მხოლოდ მცირედი რესტავრირება სჭირდება, ზოგი კი მალე სამუდამოდ გაქრება. მნიშნველოვანია მათი თავიდან გადააზრება და თანამედროვეობაში ინტეგრაცია სხვადასხვა გზებით, მითუმეტეს, რომ მათი საოცარი ფორმები და კომპოზიციების მრავალფეროვნება დღესაც ახალი ინსპირაციების წყაროა.
ნანუკა ზაალიშვილი – (1988) არქიტექტურის მაგისტრი. ინტერნეტ გამოცემა IDAAF–ისა და არქიტექტურული სახელოსნო IDAAF Architects-ის დამფუძნებელი. სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსისა და ვორკშოფის მონაწილე და გამარჯვებული. მათ შორის ვორკშოფები Zaha Hadid Architects, Arup Associates, Amin Taha Architects, ეასა, (ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა) Architectural Review Magazine –ში და სხვ.
გამოფენა გაგრძელდება 11 მაისის ჩათვლით.
გამოფენა წარმოადგენს KOLGA Tbilisi Photo Festival-ის პროგრამის ნაწილს.