DIVExFabrika Sessions: Experimental Music Night
14.09.2018
იწყება
21:00
სრულდება
01:00
Nazi Chavchavadze & Tornike karchkha Improvisational Duo
ორი მუსიკოსი და კომპოზიტორი ნაზი ჭავჭავაძე და თორნიკე ქარჩხაძე სულ რაღაც 2 ორი თვის წინ შეიყარნენ და თავისი იპროვიზაციული კოლაბორაციით უკვე მოასწრეს რამოდენიემე ჩანაწერის გაკეთება და რამოდენიმე ლაივ პერფომანსის დაკვრა ექსპერიმენტული-ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე. ამ კოლაბორაციის ფარგლებში ნაზი გვევლლინება როგორც ინსტრუმენტალისტი, ძირითადად კონცენტრირეული ჩელოს გარშემო, თუმცა მის ხელში ნებისმიერი ინსტრუმენტი და ნივთი საოცარ მუსიკალურ გამომხატველობას იძენს. ნაზი ეძებს ახალ ჟღერადობებს, ახალ დაფარულ შესაძლებლობებს არსებულ კონვენციურ მოცემულობებში. თორნიკე ზემოთხსენებული ჟღერადობების კიდევ უფრო რთულად საცნობამდე ტრანსფორმირებას და გამომხატველობის დიაპაზონის გაფართოვებას და გამრავალფეროვნებას უზრუნველფობს, თავისი ელეტრონულ / ციფრული პროცესინგით.
დუოს პერფომანსი წარმოადგენს ორი მუსიკოსის იმპროვიზაციას რაიმე თემის ან იდეის გარშემო. მათი საერთო ჟღერადობა საკმაოდ ექსპერიმენტული და ხმაურიანია. თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანიც, დაწყებული ტრადიციული ელექტრო-აკუსტიკური მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით, დამთავრებული კომპლექსური რითმული სეკვენსებით ან/და ხმაურიანი და ენერგიული noise ჟღერადობებით. მათ ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ
https://soundcloud.com/karchkha.
თორნიკე მარგველაშვილი, იგივე Mess_Montage წარმოადგენს ქართული ექსპერიმენტული მუსიკის სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას. მისი სადებიუტო ალბომი Death of Optimus Prime გამოიცა ჰოლანდიურ ლეიბლზე – shimmering moods records 2017 წელს. თორნიკეს მუსიკა წარმოადგენს ნელი მელანქოლიური აუდიო სივრცეებისა და სინთეზატორების უხეში ჟღერადობების ნაზავს, mess_montage გახდა პირველი ქართველი არტისტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს Red Bull Music Academy-ში – 2018 წლის 20 წლის საიუბილეო კემპში.
https://shimmeringmoodsrecords.bandcamp.com/album/the-death-of-optimus-prime
Newcomer Dj, მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა იქონიეს გავლენა, რომლებიცაა: Einstürzende Neubauten, Trobbing Gristle, Die Krupps, Armagendon dildos, Oldschool union, Ancient Methods და სხვა მრავალი..