a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

ციფრული რევოლუცია სასკოლო განათლებაში

საერთაშორისო კონფერენცია

18.09.2017

იწყება

17:00

სრულდება

20:00

ციფრული რევოლუცია განათლებაში – როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის შესაძლებლობებს და რატომ არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვება?

18 სექტემბერს Educare Georgia ვატარებთ ჩვენს პირველ, ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე.

მომხსენებლები:

Jake Goldwasser
პედაგოგი და ლოკალიზაციის სპეციალისტი. ფულბრაიტის სტიპენდიანტი – სატერლენდის ფრიზული ენის სწავლება და კვლევა. ხანის აკადემიის ლოკალიზაციის კოორდინატორი.

Julian Harty
საგანმათლებლო ტექნოლოგიის და ღია კოდის გამავრცელებელი,
საგანმათლებლო ტექნოლოგიის ექსპერტი, კომპიუტერული მეცნიერი.

Lech Mankiewicz
მეცნიერი, პროფესორი და პედაგოგი. პოლონეთის მეცნირებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ცენტრის დირექტორი. პოლონური ხანის აკადემიის მხარდამჭერი. ციფრული განათლების ენთუზიასტი.

დასწრება უფასოა, მსურელებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:https://goo.gl/forms/RsEs3DonNDf5sG442 

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმების Khan Academy-ის და Code.org-ის ქართულ ვერსიაზე. ჩვენ მიმართულებებია: საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ინტერნეტისა და კოპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა – პროექტი Charte.ge და საჯარო სკოლებში კომპიუტერული პროგრამირების კლუბების დანერგვა, განათლების სამინისტროსა და კომპანია Microsoft-თან ერთად.

Facebook Event

ka_GEGeorgian