a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Devfest Tbilisi 2017

26.11.2017

იწყება

10:00

სრულდება

20:00

Google-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest Tbilisi ბრუნდება!

ღონისძიება 26 ნოემბერს ჩვენთან, ფაბრიკაში ჩატარდება.

ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, ვორქშოფებს, ჩაერთონ დისკუსიებში და სხვადასხვა აქტივობაში, ან უბრალოდ გაატარონ სასიამოვნო დრო.

თუ ხარ ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული, ან გინდა იცოდე როგორ ხდებიან ქართველი სტარტაპერები წარმატებულები, გელოდებით Devfest Tbilisi 2017-ზე!

მონაწილეების რეგისტრაცია სრულდება 25 ნოემბერს!

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური Google-ის ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში იმართება და საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. #DevfestTbilisi საქართველოში მეექვსედ ჩატარდება და მთელი მსოფლიოს რუკაზე გაბნეული, ანალოგიური ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი გახდება.

თუ გსურთ ამ მასშტაბური ფესტივალის თანამონაწილე გახდეთ, იყოთ სპიკერი ან უბრალოდ დაესწროთ ღონისძიებას, გაიარე რეგისტრაცია შემდეგ ბმულებზე: 

რეგისტრაცია DevFest-ზე მონაწილედ:
https://goo.gl/Fd5zNg
http://meetu.ps/e/DhDrQ/w7Tyg/d

რეგისტრაცია DevFest-ზე სპიკერად: https://goo.gl/6EoLYq

სპიკერად დარეგისტრირება შეგიძლიათ 23 ნოემბრის ჩათვლით.

ka_GEGeorgian