Creative Projects Market 2019
25.06.2019
იწყება
14:00
სრულდება
შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში, გიწვევთ ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებული ქართული ორგანიზაციების პროექტების გამოფენაზე: „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“
ბაზრობაზე 2015 წლიდან დღემდე გამარჯვებული ქართული ორგანიზაციების ყველა პროექტი იქნება წარმოდგენილი. ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გამარჯვებული პროექტებს, შეიძინონ პროექტის გამარჯვებული ქართული გამომცემლობების წიგნები. ბაზრობაზე ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა სხვადასხვა თამაშები, პროექტების პრეზენტაციები, იქნება კინოჩვენება და სხვა საინტერესო აქტივობები.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მობრძანდეთ ფაბრიკაში, მეტი გაიგოთ პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ შესახებ, გაიცნოთ გამარჯვებული ორგანიზაციები და უშუალოდ მათგან მიიღოთ სრული ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის პირობების შესახებ.
ბაზრობაზე მონაწილეობას იღებენ შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარი ორგანიზაციები:
• Marjanishvili Theatre
• CinéDOC-Tbilisi
• GNFC – Georgian National Film Center
• SOFA – School of Film Agents
• გამომცემლობა აგორა/Agora Publishers
• ელფის გამომცემლობა Elfi
• CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi
• Tbilisi Architecture Biennial / თბილისის არქიტექტურის ბიენალე
• Be Museumer
• Caritas Georgia / საქართველოს კარიტასის ოფიციალური გვერდი
• Tbilisi Opera and Ballet State Theatre
• აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი State Silk Museum
• Israeli House FSU
• SOU festival
• Public Art Platform
• საბავშო კინოთეატრი “ჯადოსნური ლამპარი” რუსთავი – Magic lantern Rustavi
ბაზრობის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ბენეფიციარი ორგანიზაციების პრეზენტაციები:
14:00 სთ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
15:00 სთ. Sofa – კინოაგენტების სკოლა
16:00 სთ. კინოფესტივალი CineDOC Tbilisi
17:00 სთ. მარჯანიშვილის თეატრი
18:00 სთ. საქართველოს მუზეუმების ასოციაცია
19:00 სთ. თბილისის არქიტექტურის ბიენალე
20:00 სთ. ისრაელის სახლი
21:30 სთ. მოეწყობა კინოჩვენება, რომელზეც კინოფესტივალი CineDOC Tbilisi მაყურებელს წარუდგენს შემდეგ ფილმებს:
• 90 წამი ჩრდილოეთ კორეაში 2018, რეჟ. რანკო პაუკოვიჩი/ხორვატია, ნიდერლანდები, 15.წთ.
• თბილისიდან ტენესიმდე 2018, რეჟ. დენიელ ვაშინგტონი, აშშ/უნგრეთი, 29 წთ.
• ადაპტირება 2017, რეჟ. მანე ბაღდასარიანი, სომხეთი, 21 წთ.