a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Conversas Tbilisi #19

08.04.2019

იწყება

20:00

სრულდება

22:00

Conversa ბრუნდება ფაბრიკაში! ორშაბათს, 8 აპრილს, გელოდებით Camora Basement -ში!
Conversa-ს სტუმრები იქნებიან:

Tam Subeliani – როგორ იწერება მეორე წიგნი

ავტორის თვალთახედვითა და გამოცდილებით, შთაგონების პოვნა ყველაფერში შეიძლება, და ყველგან: ხელოვნებაში (ეს გავრცელებულია), ადამიანებში, ადამიანებისგან განრიდებაში, ტრაგედიაში (რაც არ გაცვდება), სიყვარულში (თუნდაც ბანალური იყოს), მარცხში, სიზარმაცეში, საწოლისა თუ საბნის ქვეშ, საბნის აივანზე გადაფენისას (გასამზეურებლად), მზეზე წოლისგან მხრების დაწვაში, აფთიაქში დამწვრობის მალამოს ძიებაში. შთაგონება შეიძლება იყოს ბუნებრივიც, ნაძალადევიც და ქარის მოტანილიც. მაგრამ მაინც როგორ იწერება წიგნი, თან არაპირველი, არამედ მეორე; როცა მკითხველს გარკვეული წარმოდგენა უკვე შეექმნა შენზე, როგორც ავტორზე? თამარ სუბელიანი, უფრო მეტად ლიტერატურათმცოდნე, ვიდრე მწერალი, და კიდევ უფრო მეტად მთარგმნელი, თავის მწერლურ ორღობეებსა და მავთულხლართებზე მოგითხრობთ.

Tata Maruashvili – Paper Family

თათა განათლებით არქიტექტორია, დაამთავრა ტექნიკური უნივერიტეტი, პარლელურად სწავლობდა ფსიქოლოგიას და გადიოდა ინტერიერის დიზაინის კურსებს. მუდმივად ძიებაშია, უცვლელი რჩება მხოლოდ ილუსტრაციებისადმი მისი სიყვარული, ხატვა და პერსონაჟების მოგონება.
თათას პერსონაჟების ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://www.facebook.com/Tata-Maruashvili-Illustrations-2229782600406748/
მათ ისტორიებს კი, თავად მოგიყვებათ!

Nini Sabauri – ახალი კინო

ვეტერანი ჟურნალისტი, რომელიც მხოლოდ ერთი წელი იბრძოდა თავგამოდებით რამდენიმე მედია პლატფორმაზე, მაგრამ შემდეგ ზაფხული მოვიდა და გადაწყვიტა კინოსკოლაში ჩაებარებინა. იმახსოვრებს ყველაფერს დეტალურად და თუ ისე მოხდა, რომ რაღაც დაავიწყდა ყოველთვის იცის ვის შეიძლება ახსოვდეს დანარჩენი. გულშემატკივრობს პატარა ფილმებს, რომლებიც დაბალ ბიუჯეტიანები, მაგრამ შინაგანად ლამაზები არიან 😊
ნინი ისაუბრებს ახალ კინო სკოლაზე, საკუთარ და სხვა დამწყები რეჟისორების გამოცდილებაზე.

ka_GEGeorgian