a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Conference: Developing an Ecosystem of Creative Clusters

18.10.2019

იწყება

13:00

სრულდება

19:00

18 ოქტომბერს, ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში (jungle room) გაიმართება კონფერენცია, რომელიც ეხება სსიპ. შემოქმედებითი საქართველოს ინიცირებულ პროექტს „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება შემოქმედებითი სივრცეების, ჰაბებისა და კლასტერების შექმნასთან დაკავშირებული გამოცდილება, გამოწვევები და პოტენციალი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ ფარგლებში, რომლის მიზანია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.

პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ მიზნად ისახავს საქართველოში შემოქმედებითი ჰაბების, კლასტერების და მულტიფუნქციური სივრცეების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი სფეროს საჭიროებათა მოკვლევა და იმ ეკონომიკური, კულტურული და სოციო-ურბანული სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამგვარი სივრცეების განვითარების შედეგად მიიღებს საქართველო.

ორი წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის განვითარებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობს იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის, მეწარმეობისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით – ლიდია ვარბანოვა (ბულგარეთი) და ადგილობრივი ექსპერტი კულტურის პოლიტიკის მიმართულებით.

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა ➡ https://bit.ly/2lCs55s
რეგისტრაციის საბოლოო ვადა – 10 ოქტომბერი

ka_GEGeorgian