a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

წრიული ეკონომიკა – სამუშაო სესია

08.02.2018

იწყება

17:00

სრულდება

19:00

⭕წრიული ეკონომიკის კლუბი (CEC) მსოფლიოს 60+ ქალაქში, სამუშაო სესიას ატარებს. შეხვედრა მიზნად ისახავს წრიული ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციური გამოცდილების გაზიარებას და ამ ინფორმაციის ონლაინ განთავსებას.

♻სამუშაო სესიის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია CEC-ის საქმიანობის შესახებ და შეიტანონ წვლილი წრიული ეკონომიკის გლობალური ქსელის გაფართოებაში. სესიის განმავლობაში მონაწილეებისგან შედგება 4-კაციანი ჯგუფები, რომლებიც მოახდენენ წრიული ეკონომიკის პრინციპებზე მომუშავე ინიციატივების/საწარმოების იდენტიფიცირებას წინასწარ შერჩეულ 5 სექტორში. (მაგ. წარმოება, საფეიქრო ნაწარმი და ა.შ.).

?დღეს არსებულ წრფივ, “შექმენი, შეიძინე, გადააგდე” ეკონომიკურ მოდელს, რომელიც იყენებს დიდი ოდენობის რესურსებსა და მასალებს, აქვს ფიზიკური ლიმიტი. წრიული ეკონომიკის გამოყენების შემთხვევაში, ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, რაც იძლევა შესაძლებლობას გადავაფასოთ და შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ვაწარმოებთ პროდუქტებს.

►დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.circulareconomyclub.com/

?ღონისძიების მხარდამჭერები?
☑WWF Caucasus Programme Office – WWF არის დამოუკიდებელი, წამყვანი ორგანიზაცია კონსერვაციის მიმართულებით. ჩვენი მისიაა გარემოს დეგრადაციის შეჩერება და ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმოანიში ცხოვრობენ.
☑Impact Hub Tbilisi – თანამუშაობის გლობალური ქსელის ნაწილია და მსოფლიოს მასშტაბით 20.000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც პოზიტიური ცვლილებებისა და დადებითი გავლენის შექმნის მიზნით საინტერესო ინიციატივებს ახორციელებენ.

?ორგანიზატორის შესახებ?
☑Circular Economy Club (CEC) – საერთაშორისო ქსელი, რომელიც 60 ქვეყანაში 2600+ პროეესიონალსა და ორგანიაციას აერთიანებს. CEC არის ღია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ka_GEGeorgian