CES: UI / UX ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრა
02.10.2019
იწყება
19:00
სრულდება
20:00
2 ოქტომბერს, CES გელოდებათ ალექსანდრე სუკიასოვის 2 თვიანი პროგრამის UI / UX ჯგუფის საორიენტაციო შეხვედრაზე.
პედაგოგი: ალექსანდრე სუკიასოვი
აღწერა:
UX / UI (User experience და User Interface) კურსზე სტუდენტები დაეუფლებიან UX / UI საბაზო ცოდნას და უნარებს, რაც მოიცავს ვიზუალურად დახვეწილი, სტრუქტურულად გამართული ინტერფეისის მქონე ვებ და აპლიკაციების დიზაინის შემუშავებას, რომელიც მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული.
რა ცოდნაა საჭირო?
სავალდებულოა, რომ სტუდენტები ფლობდნენ Photoshop-ის ან illustrator-ის საბაზო უნარებს.
ვისთვის არის ეს კურსი
• პროდუქტების მენეჯერებისთვის
• გრაფიკული დიზაინერებისთვის
• დეველოპერებისთვის
• სტარტაპერებისთვის
• მარკეტერებისთვის
• HR-მენეჯერებისთვის
• ვისაც სურს ვებ, აპლიკაციების დიზაინს შესწავლა.
პროექტის ძირითადი მონახაზი
1. UX / UI გაცნობა და კურსის შესავალი
2. Usability და მომხმარებლის ფსიქოლოგია
3. პროტოტიპების შემუშავება
4. Photoshop, Illustrator, XD – საჭირო ინსტრუმენტების შესწავლა
5. დიზაინის პროცესი
6. ფერები და ტიპოგრაფია
7. სურათები და აიქონები
8. Repsonsive დიზაინი