a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

CES Sound Engineering Open Day

06.09.2019

იწყება

19:00

სრულდება

20:30

6 სექტემბერს CES გელოდებათ ხმის ინჟინერიის 1 წლიანი პროგრამის პრეზენტაციაზე.

თუკი გსურთ ღია კარის დღეზე დასწრება, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გასავლელად მოგვწერეთ: სახელი/გვარი/კურსის დასახელება/საკონტაქტო ნომერი.

კონტაქტი:
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
cestbilisi@gmail.com

პედაგოგი
გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

 

ივენთის შესახებ დამატებითი დეტალები:

ხმის რეჟისურის შემსწავლელ ერთწლიან კურსზე, აუდიოლოგიაზე, ისწავლება ბგერის ფიზიკიდან დაწყებული უშუალოდ აუდიო ინჟინერიის საფუძვლებით დამთავრებული ყველა აუცილებელი საფეხური, რომლის გავლაც მოუწევთ მომავალ ხმის რეჟისორებს. თეორიას და პრაქტიკას ამ კურსზე თანაბარი ყურადღება ეთმობა, რადგან სიღრმისეულად შესწავლილი აკადემიური ბაზის გარეშე, შეუძლებელია ამ შემოქმედებითი და ამავე დროს ტექნიკური პროფესიის დაუფლება. სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან აუდიო და აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპს: დაგეგმარებას, განხორციელებას და დასრულებას. ასევე კურსის დიდი ნაწილი ეთმობა Pro Tools-ის შესწავლას. ეს არის პროგრამა, რომელიც მოცემულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია აუდიო პროდუქტის შექმნისა და წარმოებისათვის.

ხმის ინჟინერიის სტუდენტები ჩართულები იქნებიან რეალური აუდიო და აუდიო–ვიზუალური პროექტების შექმნის/წარმოების პროცესში. იქნება ეს სტუდიური ჩაწერა, ფილმის გახმოვანება თუ ნებისმიერი სახის პრე და პოსტ-პროდუქცია. ჩვენს სტუდენტებს აქვთ საშუალება ჩაერთონ ბევრი მუსიკოსის მიმდინარე პროექტში და პირდათ გაიცნონ ისინი არა მხოლოდ CES-ის სტუდიის ფარგლებში, არამედ ასევე დაესწრონ მუშაობის პროცესს ერთ-ერთ საუკეთესოდ აღჭურვილ ჩამწერ სტუდიაში საქართველოში, Leno Records-ში. სტუდიის დამფუძნებელია ჩვენი კურსის უცვლელი ლექტორი გიორგი გვარჟალაძე (გვაჯი). იქ კი სტუდენტებს ექნებათ საშუალება შეისწავლონ და საკუთარი თვალით ნახონ და შეეხონ ყველაფერს, რის გარეშეც ჩაწერის პროცესი შეუძლებელია: დაწყებული უამრავი კაბელით და მოკროფონით, დამთავრებული პროფესიონალური მიქსინგის პულტით, დაეუფლონ ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტების ჩაწერის და გახმოვანების სფეციფიკას და სხვადასხვა ტიპის ვოკალის თუ კადრს მიღმა ხმის ჩაწერას. სწორედ ეს არის კურსის წამყვანის პრინციპი – „სწავლა საქმეში“, მაგრამ თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებით. კურსის მიზანი კი ისეთი სპეციალისტების მომზადებაა, რომლებიც კურსის დამთავრებისთანავე შეძლებენ შეუერთდნენ წარმატებული ხმის რეჟისორების გუნდს, დაუყონებლივ ჩაერთონ ახალ პროექტებში და ჰქონდეთ საშუალება განაგრძონ პროფესიული ზრდა დასაქმების შემდეგ.

ka_GEGeorgian