a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

CES Open Day (ABC of Graphic Design)

16.03.2019

იწყება

16:30

სრულდება

19:30

16 მარტს, შაბათს, ლადო კობახიძე და ალექსანდრე სუკიასოვი წარმოგიდგენენ გრაფიკული დიზაინის ანბანის 3 თვიანი პროგრამის პრეზენტაციებს.

ღია კარის დღეზე 2 პრეზენტაცია გაიმართება, 16:30-ზე და 18:00-ზე. ყველა დარეგისტრირებულ პირს დავუკავშრდებით და მივაწვდით განრიგს.

ვინაიდან და რადგანაც ამ კურსთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია და 4 პარალელურ ჯგუფზე ადგილები უკვე შევსებულია, გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში გაიაროთ რეგისტრაცია, რომელიც მოგახვედრებთ სარეზერვო სიაში, ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, თქვენი სახელი გადაინაცვლებს ძირითად სიაში.

ბოდიშს მოგახსენებთ დისკომფორტისთვის.

აქვე გვაქვს მცირედი ცვლილება კურსის ღირებულებასთან დაკავშირებით:

ფასი:
დილის ჯგუფი 870 GEL

საღამოს ჯგუფი: 990 GEL

დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ:
სახელი/გვარი/პროგრამის დასახელება/საკონტაქტო ნომერი

კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
cestbilisi@gmail.com

კურსის შესახებ:

გრაფიკული დიზაინის ანბანის 3 თვიანი კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.

“გრაფიკული დიზაინის ABC” 3 თვეზე გათვლილი პროგრამაა. ის შედგება რამდენიმე ძირითადი ნაწილისგან:

1. Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები;

2. Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები;

3. გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია;

4. დიზაინის შემუშავების პროცესი;

5. ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები;

6. შეფუთვის დიზაინის პრინციპები;

7. ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები;

8. გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე – პედაგოგი: გიორგი მირიანაშვილი

9. კურსის დასკვნითი ეტაპი ეთმობა რეალური პროექტის შემუშავების პროცესს, სადაც კურსის წევრები პრაქტიკაში ეუფლებიან განვლილ მასალას და ახდენენ დაუფლებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.

ka_GEGeorgian