CES Digital Sketching Open Day
10.04.2019
იწყება
18:30
სრულდება
10 აპრილს, ოთხშაბათს, 18:30-ზე, გელოდებით ლადო კობახიძის 3 თვიანი პროგრამის “ციფრული ხატვის” პრეზენტაციაზე.
მსურველებთ ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად მისწერეთ : სახელი/გვარი/პროგრამის დასახელება/საკონტაქტო ნომერი.
კონტაქტი:
CES
ფაბრიკა-თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8
2 477 588
[email protected]
კურსის შესახებ:
კურსი მოიცავს ციფრული ხატვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან ხატვის ტრადიციულ და თანამედროვე ტენდენციებს, დაეუფლებიან ციფრული ხატვის მეთოდს.
3 თვიანი კურსის ფარგლებში მოცემული იქნება 24 გაკვეთილი, რომელიც 4 ეტაპად დაიყოფა.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი.
I ეტაპი: ტრადიციული ხატვის საბაზისო პრინციპები.
* პერსპექტივის აგების / სივრცის აღქმის უნარი.
* ობიექტის სეგმენტაცია / ანატომია,
* კომოპზიციის განაწილება,
* მარკერის მეშვეობით ფორმსა და მოცულობის შეგრძნება.
II ეტაპი: ციფრული ხატვის საბაზო პრინციპები.
* ციფრული ხატვის მეთოდი, დამხმარე ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების გზები,
* Sketchbook / photoshop-ის მეშვეობით ჩანახატის ხატვის პროცესი.
* ციფრული ხატვის როლი დიზაინის შემუშავების პროცესში (იდეის ვიზუალური განვითარების მეთოდი).
III ეტაპი: ფორმის მიღების უნარი
* ანარეკლის და შუქჩრდილების შეგრძნების უნარი / ზედაპირის დაბოლოება.
* ჩანახატის გარემო / სცენარი.
* სხვადასხვა გამოჩენილი კონცეპტ არტისტების / დიზაინერების ანალიზი (შთაგონების წყარო).
IV ეტაპი:
* 2D Rendering-ი იდეის მაქსიმალურად რეალისტურად გადმოცემის უნარი, (ფორმის, სტილის, მასალის მიხედვით).
ვის დააინტერესებს კურსი:
ხელოვანი, დიზაინერი, სტუდენტი, რომლის მიზანია რომ დაეუფლოს მაღალ პროფესიულ ხატვის უნარებს, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციული ასევე თანამედროვე (ციფრულ) პროგრამებთან და მეთოდებთან ურთიერთობას, ასევე დიზაინისა და შემოქმედებითი პროცესის პროფესიულ განვითარებას.
სტუდენტების რაოდენობა:
ჯგუფი წარმოდგენილი იქნება 8-12 სტუდენტისგან, რომლებიც კოორდინირებულ რეჟიმში შეძლებენ გაკვეთილის განმავლობაში workshop-ის ტიპის სასწავლო პროცესის განვითარებას.
სამუშაო პროცესის პერიოდში ძირითადი აქცენტი გაკეთდება სტუდენტების პროფესიული დონის, ხარისხის ამაღლებაზე.
პედაგოგი
ლადო კობახიძე
ხანგრძლივობა
3 თვე
დრო
4 საათი კვირაში
ფასი
900 ლარი