a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

Berlin x Tbilisi – Stefan Braunfels: “Urban Development”

21.09.2017

იწყება

19:00

სრულდება

20:30

ფესტივალი “Camera Obscura: Berlin x Tbilisi” წარმოგდიგენთ
პანელ-დისკუსიას ძალიან აქტუალურ თემაზე – ურბანული განვითარება.

პანელ-დისკუსიას წარუძღვებიან გერმანელი არქიტექტორი ბერლინიდან Stefan Braungels და არქიტექტურული ბიუროს MUA-ს დამფუძნებლები დევი ქიტუაშვილი და გოგიკო საყვარელიძე.

ადგილი – MUA-ს ოფისი, ფაბრიკა
დრო – 19:00 სთ

➡ ფესტივალ “Camera Obscura: Berlin x Tbilisi”-ს შესახებ:
ფესტივალი გერმანიასა და საქართველოს შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი ქალაქის – თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზ კონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით.

➡ ინფორმაცია Stefan Braungels -ის შესახებ:
Stefan Braungels გახლავთ გავლენიანი გერმანელი არქიტექტორი, რომელმაც სახელი მუზეუმების, სამთავრობო და საოფისე შენობებზე მუშაობით დაიმკვიდრა.
– 1991-დან 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა დრეზდენის ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციის გეგმარებას.
– მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის არის მიუნხენის თანამედროვეობის პინაკოთეკა და Wilhelmshöhe-ს ციხესიმაგრე კასელში.
– არის ავტორი ბერლინში არსებულ მარი-ელისაბედ-ლუდერსის საპარლამენტო ბიბლიოთეკისა და ბერლინის პაულ-ლიობეს სახლის პარლამენტის შენობის.
– 2003 წელს ბრანუფელსს მიუნხენის ქალაქისგან მიენიჭა საპატიო ჯილდო “München leuchtet”, რომელიც გადაეცა ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

➡ MUA – Multiverse Architecture-ის შესახებ:
Multiverse Architecture ( MUA ) არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული და ურბანული დიზაინის დინამიური ოფისი, რომელიც დამფუძნებლებიც – დევი ქიტუაშვილი და გოგიკო საყვარელიძე – არიან Fabrika • ფაბრიკა-ს ავტორები.
მათი მიზანია ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც სასარგებლოა საზოგადოებისთვის და სწორედ ერთერთი მათგანი არის ფაბრიკა.

ka_GEGeorgian