Berlin x Tbilisi – ნიკოლოზ კაპანაძე: “ფანჯარა ბერლინში”
19.09 - 23.09.2017
იწყება
21:00
სრულდება
23:00
➡ ინტერაქციული ინსტალაცია ერთგვარი ხიდია, რომელიც თბილისისა და ბერლინის ურბანულ სივრცეებს შორის გადის. პროექტის ავტორი – ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, თუმცა ახლა ბერლინის ბინადარია.
➡ ხის ფანჯრის ჩარჩო, რომელსაც ავტორი პროექციებისთვის იყენებს, ერთ დროს მის ბინას ამშვენებდა ძველ თბილისში – ამ პროექტში ჩარჩო ავტორის ქართული იდენტობის სიმბოლო ხდება. გამოყენებული ვიდეო კონტენტი შექმნილია ავტორის მიერ და გადმოგვცემს მის შთაბეჭდილებებს ბერლინზე – რა თქმა უნდა, ფრაგმენტირებულად.
➡ სამწუხაროდ მნახველები ფანჯარას ვერ გამოიყენებენ თბილისსა და ბერლინს შორის სწრაფად გადაადგილებისთვის, მისი ერთადერთი დანიშნულებაა მნახველს გაუზიაროს ის ინტიმური შეგრძნებები, რაც თან სდევს ყველას, ვინც ორ სხვადასხვა ადგილთან ერთდროულად გრძნობს ძლიერ კავშირს.