Berlin x Tbilisi: ფესტივალის დახურვა
23.09.2017
იწყება
18:00
სრულდება
23:00
23 სექტემბერს ფაბრიკა უმასპინძლებს გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლისადმი მიძღვნილი ფესტივალის “Camera Obscura: Berlin x Tbilisi”-ს დახურვას.
ფაბრიკის ეზოში ერთმანეთს ორი ქვეყნის დედაქალაქი შეხვდება.
პირველად დაუკრავს ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტი რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრიუნდელის (ბასი), ლუკა თოფურიას (კლავიში), მათიას ლინდერმაიერის (საყვირი) და ირაკლი ჭოლაძის (დასარტყამი ინსტრუმენტი) შემადგენლობით.
ბერლინურ ელექტრონულ ელექტრონულ მუსიკას წარმოგიდგენენ გერმანული ლეიბლის და კლუბის “Watergate”- ის რეზიდენტი Patlac და ცნობილი ბერლინელი dj Stefan Goldmann.
გარდა ამისა შეგიძლიათ იხილოთ ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის – ნიკოლოზ კაპანაძის არტ-პროექტი.
ეს ყველაფერი გერმანული და ქართული სამზარეულოს თანხლებით.
გელით!