CES-ში დაწყებულია რეგისტრაცია Ableton Live-ის 4 თვიან პროგრამაზე.
ღია კარის დღე ჩატარდება 22 აპრილს, 19:00 საათზე.
Ableton Live იმდენად მოქნილია, რომ არ არსებობს მასთან მუშაობის რაიმე ერთი ხერხი. ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს, რა ამოცანის შესრულებაში გამოიყენებს მას.
CES-ში გვესმის, რა მიზნები გაქვთ დასახული და დაგეხმარებით სათანადო „მიდი კონტროლერის“, Ableton Live-ის „შაბლონის“ დაყენებაში იმისათვის, რომ მისი საშუალებით იმუშაოთ სცენაზეც და სტუდიაშიც.
Ableton Live გამოიყენება სტუდიიდან სცენაზე მუსიკის შექმნის, ჩაწერის, პროდიუსირებისა და შესრულებისათვის.
CES-ის Ableton Live ექსპერტი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ტექნიკის დაუფლებაში და პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ საშუალება გექნებათ გამოსცეთ საკუთარი EP.
პედაგოგი: ნიკა ჭავჭავაძე
ხანგრძლივობა: 4 თვე
ფასი: 1600/1280 ლარი (ფიზიკური/ონლაინ)
სწავლების ენა: ქართული