a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

წრიული ეკონომიკა: კონცეფციიდან რეალობამდე

@ Impact Hub Tbilisi

26.01.2018

იწყება

17:00

სრულდება

18:30

დღეს არსებულ წრფივ, “შექმენი, შეიძინე, გადააგდე” ეკონომიკურ მოდელს, რომელიც იყენებს დიდი ოდენობის რესურსებსა და მასალებს, აქვს ფიზიკური ლიმიტი. წრიული ეკონომიკა წარმოადგენს ალტერნატიულ ეკონომიკურ მოდელს, რომელსაც უკვე აქვს ფართო გამოყენება. ის იძლევა შესაძლებლობას გადავაფასოთ და შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ვაწარმოებთ პროდუქტებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სხვა ფორმითა და დანიშნულებით, ხანგრძლივი პერიოდის მანძლზე. მთავარი ამ პროცესში არის შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციურობა.

⭕ღონისძიების შესახებ:
ამ შეხვედრის ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ უფრო მეტი წრიული ეკონომიკისა და კონკრეტული ინიციატივების შესახებ, სხვადასხვა ინდუსტრიაში მსოფლიოს მასშტაბით. ასევე გექნებათ შესაძლებლობა ამ თემით დაინტერესებულ პროფესიონალებთან ერთად განიხილოთ სამომავლო პროექტები. შეხვედრის ბოლოს ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა პლათფორმებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წრიული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და მიღება.

?ვისთვის არის ეს ღონისძება?
✔არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის
✔კომპანიებისა და სტარტაპების წარომადგენლებისთვის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მოდის და სხვა სექტორებიდან
✔კონსულტანტებისა და ბიზნესლიდერებისთვის
✔განათლების სფეროს ექსპერტებისა და მკვლევარებისთვის
✔სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციებისთვის
✔წრიული ეკონომიკის მხარდამჭერებისთვის

?დასწრება თავისუფალია?
სარეგისტრაციოდ გადადით ბმულზე: https://goo.gl/9uwSmg

?ორგანიზატორების შესახებ?
WWF Caucasus Programme Office – WWF არის დამოუკიდებელი, წამყვანი ორგანიზაცია კონსერვაციის მიმართულებით. ჩვენი მისიაა გარემოს დეგრადაციის
შეჩერება და ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმოანიში ცხოვრობენ.

Impact Hub Tbilisi თანამუშაობის გლობალური ქსელის ნაწილია და მსოფლიოს მასშტაბით 20.000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც პოზიტიური ცვლილებებისა და დადებითი გავლენის შექმნის მიზნით საინტერესო ინიციატივებს ახორციელებენ.

Circular Economy Club (CEC) – საერთაშორისო ქსელი, რომელიც 60 ქვეყნის მასშტაბით 2600+ პროფეესიონალსა და ორგანიაციას აერთიანებს. CEC არის ღია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, არქიტექტორებისთვის, დიაინერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისთვის, მკვლევარებისთივს და სხვა პროფესიონალებისთვის, ვინც მსოფლიო სტანდარტებს ცვლის.

ka_GEGeorgian