a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

წიგნის “ფემინისტი დედის დღიურები” პრეზენტაცია

26.09.2019

იწყება

18:30

სრულდება

19:30

ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, 18:30 წთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ თამთა თათარაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე:

ფემინისტი დედის დღიურები

მომხსენებლები:

○ თამთა თათარაშვილი – გენდერის მკვლევარი, წიგნის ავტორი
○ ლიკა ბარაბაძე – ფსიქოთერაპევტი

მოდერატორი: მარიამ ჭანჭალეიშვილი – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, გენდერული პროგრამის კოორდინატორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გენდერული პროგრამის ფარგლებში გამოსცა პუბლიკაცია “ფემინისტი დედის დღიურები“, რომელიც მკითხველს სთავაზობს პატრიარქალურ საზოგადოებაში დედობის შესახებ არსებული ადგილობრივი განწყობების ანალიზს და მიმოიხილავს შესაბამის ფემინისტურ ტექსტებს. პუბლიკაციის მიზანი დედობის პრაქტიკის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე საუბრის წამოწყებაა.

“ჩვენ გავიზარდეთ კულტურაში სადაც ქალობა დედობას უდრის. დედობა, თავის მხრივ, აღქმულია, როგორც საშინაო და კერძო პრაქტიკა, განისაზღვრება გრძნობებისა და ემოციების ტერმინებით და უგულებელყოფილია მისი, როგორც რაციონალური აზროვნების, ან პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობები.

წიგნი „ფემინისტი დედის დღიურები“ დედობის, როგორც პატრიარქალური ინსტიტუტის პრობლემატიზირებას ახდენს და სვამს კითხვებს: ვინ არის დედა? სინამდვილეში რა განცდები და გამოცდილებები იმალება ინსტიტუციონალიზებული დედობის ნიღაბს მიღმა? რა ჩარჩოებში სვამს დედობის პრაქტიკას ნაციონალისტური დისკურსი? სად იმალება ჩვენი, როგორც დედების წინააღმდეგობის რესურსები და როგორ შეიძლება იქცეს დედობა პოლიტიკური ზეგავლენის წყაროდ.

გელოდებით პრეზენტაციაზე, ერთად განვიხილოთ ეს და სხვა საკითხები.”

რედაქტორი: ეთუნა ნოღაიდელი

ღონისძიების ენა: ქართული.
დასწრება თავისუფალია!

ka_GEGeorgian