a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

ცუდი ძაღლები

VA[A]DS

02.04 - 10.04.2021

Starts At

16:00

Ends At

19:00

Fabrika Tbilisi და VA[A]DS-ის (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების,არქიტექტურის და დიზაინის სკოლა) თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ვაადსის მესამე კურსის სტუდენტის-გიორგი კონტრიძის გამოფენას.
გამოფენაში წარმოდგენილია გასული წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები, რომელთა უმრავლესობა იაფფასიან “დუბლიაჟის” და საბეჭდ ქაღალდზეა შესრულებული ზეთის საღებავებით.

ჩვეულებრივ ავტორი მუშაობს ტილოზე, ხოლო ამ შემთხვევაში იაფფასიან ქაღალდზე ხატვამ მას მეტი თავისუფლება მისცა – ის თამამად იწყებს პირდაპირ ქაღალდზე მუშაობას და არ ცდილობს შეცდომების გამოსწორებასა და ნახატის დასრულებას. გიორგი კონტრიძე ინსპირაციას იღებს ანიმაციური ფილმებიდან, სახელმძღვანელო წიგნების ილუსტრაციებიდან და მასობრივი მედიიდან.