a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

შეხვედრა პოლ დომელასთან

18.09.2019

იწყება

19:30

სრულდება

21:00

18 სექტემბერს, 19:30-ზე, ფაბრიკაში, გაიმართება შეხვედრა მანიფესტა ბიენალეს ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელთან, პოლ დომელასთან.

მანიფესტას ბიენალეს მიზანია თანამედროვე ხელოვნების ახალი პროექტების შესწავლა და შეფასება ევროპულ კონტექსტში. მანიფესტას ბიენალე მუდმივად ეძებს ახალ, შესაფერის სივრცეებს ინოვაციური კურატორული პრაქტიკის, საგამოფენო მოდელებისა და საგანმანათლებლო პროექტების განვითარებისათვის; ამ პროცესის მიზანია მუდმივად ცვალებად საზოგადოებაში მჭიდრო დიალოგს ჩაუყაროს საფუძველი სპეციფიკურ კულტურულ და არტისტულ წრეებსა და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო დარგებს, თეორიებსა და პოლიტიკას შორის.

მანიფესტა ბიენალეს ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი – პოლ დომელა, 17 წელიწადზე მეტია მანიფესტა ბიენალეს აქტიური წევრია, ასევე აქტიურად იყო ჩართული სანქტ-პეტერბურგის, ციურიხის, პალერმოსა და მარსელის ბიენალეებში. ის შეხვედრაზე ისაუბრებს არტისტული გამოხტავის სხვადასხვა ფორმებსა და ამ ფორმების ცვალებად ბუნებაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრა შედგება ინგლისურ ენაზე.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ www.statusevents.ge

დასწრება შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის.
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მიღებული მოსაწვევის საშუალებით.

ka_GEGeorgian