a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

ყველაფერი, რასაც ჩემს თავს დავპირდი

VA[A]DS

14.04 - 22.04.2021

Starts At

15:00

Ends At

19:00

Fabrika Tbilisi და VA[A]DS-ის თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ვაადსის კურსდამთავრებულების, სალომე ჯოხაძის, ანნა ჯიბლაძის და ანასტასია ახვლედიანის გამოფენას, ”ყველაფერი, რასაც ჩემს თავს დავპირდი”
მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ხელოვანი წლების განმავლობაში მუშაობდა ერთ სივრცეში და კარგად იცნობენ ერთმანეთის ნამუშევრებსა და მუშაობის პროცესს, ეს მათი პიველი საერთო პროექტია.
მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული მძიმე ფონი, მასობრივი უიმედობის ტალღა და სტაგნაციის მდგომარეობამდე მისული სასიცოცხლო ენერგიები, ისევე, როგორც ყველასთვის, ხელოვანებისთვისაც ძალიან რთული გამოწვევა აღმოჩნდა. ერთის მხრივ ამ მდგომარეობაში ხელოვნება თითქოს კარგავს თავის მნიშვნელობას, თუმცა ხელოვანებისთვის მათი პროცესების ერთ ადგილზე გაჩერება საკმაოდ საშიში და მძიმე მდგომარეობაა. ასეთ პერიოდში მუშაობა ზოგჯერ მექანიკურ პროცესს ემსგავსება, რომელიც მარტივად, თვითგადარჩენისკენაა მიმართული და რომლისთვისაც ძალის გამოსანახავად არსებობს პირობა, რომელსაც საკუთარ თავთან დებ, პირობით, რომ არ გაჩერდე, რადგან სხვა გზა არ არსებობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც ამ პირობითაა შექმნილი და წარმოადგენენ ხელოვანებისთვის კრიზისულ პერიოდიში არსებობის მექანიზმს და ამ პერიოდის ერთგვარ შეჯამებას.
გამოფენა ღიაა ყოველდღე 15:00-19:00