a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის / Human Rights Fair

22.06.2018

იწყება

15:00

სრულდება

19:00

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” წევრ ორგანიზაციებთან ერთად ატარებს ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის “თბილისის ფორუმს ადამიანის უფლებებისთვის”.

ღონისძიებაზე ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონალური ორგანიზაციები თბილისში შეიკრიბებიან, რათა შეიქმნას ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა და საფუძველი ჩაეყაროს მომავალ თანამშრომლობას. ფორუმზე „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან“ ერთად 20-მდე რეგიონული ორგანიზაცია მიმდინარე აქტივობების და პროექტების შესახებ ინფორმაციას და ბეჭდურ მასალას წარადგენს. ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს რეგიონალურ ორგანიზაციებს გაუზიარონ ინფორმაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს და მოიპოვონ ახალი კონტაქტები.

ფორუმი ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის 15:00 საათიდან 19:00 საათამდე. ღონისძიების ოფიციალური გახსნა გაიმართება 15:30-ზე.

რეგიონალურ ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მისამართზე:

https://drive.google.com/open?id=1Bxn1KiC_xK_078ORxe-ZxTsjTa9v-G144Y_4m315JAw

ღონისძიება იმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ka_GEGeorgian