a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

ფილმის “ვიქტორია” თავისუფალი ჩვენება

12.04.2019

იწყება

20:00

სრულდება

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი “თაობა”, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და ფაბრიკა გიწვევთ სებასტიან შიპერის 2015 წელს გადაღებული ფილმის “Victoria” თავისუფალ ჩვენებაზე პარასკევს, 2019 წლის 12 აპრილს, 20 საათზე, ფაბრიკის სახურავზე.

“Victoria” ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
ფილმი მოწოდებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივის მიერ.

სინოფსისი:

ახალგაზრდა მადრიდელი ქალბატონი ვიქტორია (ლაია კოსტა) გამთენიისას ოთხ ადგილობრივ ახალგაზრდას ხვდება. სონე (ფრედერიკ ლო) და მისი მეგობრები ვიქტორიას შეპირდებიან, რომ ნამდვილ ბერლინს აჩვენებენ….
ღამე უკიდურესად იცვლება, როცა უეცრად მეგობრების ჯგუფს ქალაქის კრიმინალური დაჯგუფების წევრი ვალის დაბრუნებას მოსთხოვს…

თარიღი : 2019 წლის 12 აპრილი
დასაწყისი: 20 საათი
მისამართი : ფაბრიკა – ეგნატე ნინოშვილის ქ.8

თაობა 2019-ის შესახებ:

📽️ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ კინოფესტივალი „თაობა“ წელს მეორედ ჩატარდება და ხუთ საფესტივალო დღეს მოიცავს, 11-დან 15 აპრილის ჩათვლით.

ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.

2019 წელს საერთაშორისო ახალგაზრდულმა კინოფესტივალმა მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი EFFE Label 2019-2020.

“თაობა” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფაბრიკას მხარდაჭერით ტარდება.

ka_GEGeorgian