a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

ფაბრიკას კინო-კლუბი | ‘ღიმილიანი საქართველო’

07.08.2024

იწყება

20:45

სრულდება

23:45

ფაბრიკას კინო-კლუბის და კინედოკის ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენება გრძელდება და 7 აგვისტოს წარმოგიდგენთ ლუკა ბერაძის ფილმს “ღიმილიანი საქართველო”.
ფილმი გვიამბობს 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სპეციალური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა დაიგეგმა, 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას უფასოდ უმზადებდნენ კბილის პროთეზებს. სწორედ ამ კამპანიის სახელს ატარებს ფილმიც.
ფილმი პოლიტიკური ძალაუფლებით განპირობებული ახირებების შედეგებზე და წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დაუმარცხებლობაზე მოგვითხრობს.
რეჟისორი: ლუკა ბერაძე
ხანგრძლივობა: 62 წუთი
ka_GEGeorgian