a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

სოციალური მედიის სტრატეგიები ორგანიზაციებისათვის

11.09.2017

იწყება

19:30

სრულდება

21:00

გეპატიჟებით Digital Communication Network-ის რიგით მე–5 შეხვედრაზე.

სოციალური მედია ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული და კომპლექსური ხდება, გარდა ამისა, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი საშუალება მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. ახლა, როცა ასეთი მარტივია ინფორმაციის გავრცელება სოციალური მედიით, იმისათვის რომ თქვენი ორგანიზაციის “ხმა” არ ჩაიკარგოს და შეგეძლოთ თქვენი ამბები ფართო საზოგადოებამდე მიიტანოთ, საჭიროა შეიმუშაოთ და მიჰყვეთ გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც თქვენს გზავნილს ყველაზე ადვილად და ეფექტურად მიიტანს ადრესატამდე.

შეხვედრის გაუძღვება Teona Tomashvili. თეონა ForSet • ფორსეტი-ს მკვლევარი და პროექტების მენეჯერი და Digital Communication Network-ის საქართველოს წარმომადგენელია. თეონამ აგვისტოს ორი კვირა #DigiComNet-ის რეგიონული ფელოუშიპის პროგრამის ფარგლებში მოლდოვაში, ციფრული მარკეტინგის სააგენტო Granatში გაატარა. მითაფზე ის დამსწრეებს თავის გამოცდილებასა და ახლადშეძენილ ცოდნას გაუზიარებს.

შემოგვიერთდით და გაიგეთ უფრო მეტი სოციალური მედიის დაგეგმვისა და სტრატეგიების შესახებ.

დასწრება თავისუფალია
სამუშაობ ენა: ქართული

ka_GEGeorgian