a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

საჯარო დისკუსია: აქტივიზმი თანასწორობისთვის!

16.06.2018

იწყება

17:00

სრულდება

20:00

თანასწორობის მოძრაობა ლგბტქი თემის წევრებსა და აქტივისტებს გიწვევთ საჯარო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 17 ივნისს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში.

შეხვედრაზე გაგაცნობთ ინფორმაციას ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებისა და აქტივობების შესახებ. თანასწორობის მოძრაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი საქმიანობა მაქსიმალურად ასახავდეს ლგბტქი ადამიანების სურვილებს და საჭიროებებს. შესაბამისად, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ იმ შედეგებსაც, რომელიც 100-ზე მეტ თემის წევრთან ფოკუს-ჯგუფების ფორმატში ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოვლინდა.

17 ივნისს, ასევე, გადის ზუსტად 1 თვე, მას შემდეგ, რაც თანასწორობის მოძრაობამ და სხვა ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2018 წლის 17 მაისის აქციის გაუქმებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე და მართებულობაზე. საკითხის გარშემო განვითარდება ფართო დისკუსია.

შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, 15 ივნისამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/CorsWo

ka_GEGeorgian