a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

საშობაო ბაზრობა 2025

20.12 - 22.12.2024

იწყება

13:00

სრულდება

21:00

წელს, ფაბრიკას საშობაო ბაზრობა 21-22 დეკემბერს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება და ტრადიციულად თავს მოუყრის ყველა ადამიანს, ვისაც შობა, ახალი წელი, საჩუქრების შექმნა და ჩუქება ყველაზე მეტად უყვართ.
საშობაო ბაზრობა გახსნის დღიდან ფაბრიკას უცვლელი ტრადიციაა და წელს უკვე მეცხრედ ჩატარდება უცვლელ ადგილას 🥳
მაშინ, როცა გარშემო საახალწლო ფუსფუსი იწყება, საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრი ჟრიამულის, გართობისა და თბილი განწყობა გაზიარებას გპირდებით. დახლებზე, რომელთანაც, საგულდაგულოდ შერჩეული ქართველი მეწარმეები დაგხდებიან, საჩუქრებისთვის მრავალფეროვან და ნამდვილად განსაკუთრებულ სელექციას იპოვით 🎄
გარდა ცხელი შოკოლადის მაცდუნებელი არომატისა, რომელიც საუკეთესო ხრიკია გაყინული თითების გასათბობად, ბაზრობას განსაკუთრებულად ჰაერში გლინტვეინის, დარიჩინის და ჯინჯერის ორცხობილების არომატები აქცევს 🧤✨ არანაკლებ სიამოვნებას გპირდებათ საშობაო მუსიკის ჰანგები, რომელიც მთელი ბაზრობის განმავლობაში გაისმება ეზოში.
მეტ დეტალს, იმის შესახებ თუ რას გიმზადებთ, მალევე, აქვე გაგიზიარებთ 👀
📥ბაზრობაზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე: https://forms.gle/C88ixiSjLUVs9kC38
ka_GEGeorgian