საბკულტურა
17.07.2019
იწყება
19:00
სრულდება
ყოველდღიურად ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით აზრებს, ემოციებს და წიგნებს. გვჯერა, რომ კითხვა ცვლის ჩვენს ფიქრებს, ფიქრები – ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
„საბკულტურა“ საბას ახალი ინიციატივაა. მოძრაობა, სადაც წიგნში სტრიქონების ცვლილებასთან ერთად დამოკიდებულებებსაც ცვლი.
Saba reader გეპატიჟებათ 17 ივლისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (საკონფერენციო დარბაზი) – იქ, სადაც იმაზე მეტი სიახლე გელის, ვიდრე ელოდები.
მკითხველთა ახალი მოძრაობა, Saba Reader-ის ახალი ვერსია და ლევან ბერძენიშვილის ლექცია ლიტერატურის მნიშვნელობის შესახებ!
თუ გჯერა ყოველდღიური ცვლილებების, შემოგვიერთდი!
დასწრება თავისუფალია.