a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

„რუკების“ წიგნის პრეზენტაცია

20.12.2017

იწყება

19:00

სრულდება

21:00

გამომცემლობა “დიოგენე” დიდ და პატარა ბავშვებს გიწვევთ უნიკალური წიგნის პრეზენტაციაზე ?

ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ შეიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ.

ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის.

55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ამ გამოცემაში შესულია საქართველოს რუკაც. წიგნის ყოველ გვერდზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ. „რუკების“ მასალით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.

პრეზენტაციაზე გაიმართება სახალისო ვიქტორინა, გათამაშდება პრიზები.

ka_GEGeorgian