a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

როგორ მოვწყდეთ მიწას და ავფრინდეთ ცაში. პარაგლაიდინგის ხელოვნება

22.09.2017

იწყება

20:00

სრულდება

22:00

მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროექტი FAB Talks. ხსენებული პროქეტის ფარგლებში გვსურს პერიოდულად მოვიწვიოთ საინტერესო პიროვნებები სხვადასხვა სფეროდან რომლებიც თავიანთ ისტორიებს და გამოცდილებებს გაგვიზიარებენ. პირველი Talk-ი მიეძღვნება პარაგლაიდინგს. ისაუბრებს საქარველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ოთხი წარმომადგენელი. ეს არიან ადამიანები, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ სპორტს, დღემდე აქტიურად დაფრინავენ საქართველოში და საზღვრებს გარეთ. ისინი ასწავლიან და გააჩნიათ ამბიციური განვითარების გეგმები. საუბრის დროს ვნახავთ საინტერესო ფრენის ვიდეოებს და მოვსინჯავთ პარაგლაიდინგის აღჭურვილობას.

ყველა დამსწრე მიიღებს 33% ფასდაკლებას თბილისის ზღვის ფრენებისთვის 19:30 20:00 შუალედში ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე. ღონიზძიების ბოლოს კი, რომელიც სავარაუდოდ გაგაძელდება 1 საათი, გათამაშდება 5 უფასო ფრენა თბილისის ზღვაზე. ვინც გადაწყვეტს სწავლის კურსის გავლას, პარაგლაიდინგის ფედერაცია შესთავაზებს 20% ფასდაკელბას სრულ კურსზე, რომლის გავლის შემდგომაც ოფიციალური მფრინავის ლიცენზიას მიიღებს.

დასწრება უფასოა.

გელოდებით!

ka_GEGeorgian