a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

თათი ხუციშვილის გამოფენა – ,,სამდღიანი შაბათ-კვირა”

31.05 - 05.06.2024

იწყება

18:00

სრულდება

22:00

Fabtrika თბილისი და თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სკოლა წარმოგიდგენთ თათი ხუციშვილის, მეორე კურსის სტუდენტის, პერსონალურ გამოფენას.
ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრები მუდმივი ექსპერიმენტებით და ძიების პროცესით მიღებულ გამოცდილებებსა და დაკვირვებებს ეფუძნება. ხელოვანისთვის დრო გადამწყვეტი ფაქტორია და ნამუშევრის დასრულების შემდეგაც გრძელდება მასზე ფიქრის პროცესი – დღეში 24 საათი არასდროსაა საკმარისი.

თათი ხუციშვილი თავის ნახატებს ორგანულ და სინთეტიკურ მასალებით ქმნის: იყენებს შერეულ ტექნიკას, თაბაშირსა და ტილოს, ქსოვილს და საქსოვ ძაფს, ჩაის და ნაპოვნ ობიექტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: +995 592 175 533
ka_GEGeorgian