a a a a a a a a a
ღონისძიებები
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

გალერეა

ერთად შევამციროთ პლასტმასით გარემოს დაბინძურება!

14.11.2019

იწყება

19:00

სრულდება

20:30

ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, 19:00 საათზე, CENN, Cannes Lions Georgia და Fabrika Tbilisi გიწვევთ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კონცეპტუალური ნამუშევრების გამოფენასა და დისკუსიაზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კრეატიული გზები და ნარჩენების მართვა საქართველოში.

გარემოს პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით უმწვავესი გარემოსდაცვითი პრობლემაა. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვიყენებთ 300 მილიონ ტონა პლასტმასას, საიდანაც 50% ერთჯერადად გამოიყენება და შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდება.

რა მოსდის პლასტმასას გარემოში მოხვედრის შემდეგ?

როგორ და რატომ უნდა შევამციროთ პლასტმასის გამოყენება?

როგორ და სად შეგვიძლია დავახარისხოთ ნარჩენები საქართველოში?

ამ და სხვა ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს დისკუსიის მონაწილეები გაგცემენ

ka_GEGeorgian