a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

გამოფენა: ‘ომის ფოტოგრაფია’ გორში

25.02 - 05.03.2023

Starts At

15:00

Ends At

2023 წლის 25 თებერვალიდან 5 მარტის ჩათვლით, პროექტი Re-Source Ukraine-ის ფარგლებში, Fabrika Tbilisi, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი და Magnolia Film Lab ომის ფოტოგრაფიის გამოფენას გორში უმასპინძლებს.
Re-Source Ukraine მიზნად ისახავს უკრაინელი ხელოვანების მხარდაჭერას, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა არსებული ვითარების გამო დატოვეს და საცხოვრებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. Საქართველოს გარდა, სხვა ექვსი მეზობელი ქვეყანაც იღებს მონაწილეობას (პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუმინეთი, მოლდოვა), რომლებთან ერთადაც Fabrika სხვადასხვა ღონისძიებებს 2023 წლის განმავლობაში უმასპინძლებს.
პროექტის ყველაზე მასშტაბური ღინისძიებაა “უკრაინის თვე” რომელიც ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას აღნიშნავს. ჩვენს მეგობარ ექვს ევროპულ კულტურულ ცენტრში დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით მიზნად ისახავს უკრაინელი და ადგილობრივი არტისტების მოზიდვას, მათ მხარდაჭერას და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მათი ნამუშევრების გაზიარებას.
“უკრაინის თვის” ფარგლებში, ომის ფოტოგრაფიის გამოფენას გორში წარმოგიდგენთ, სადაც როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ფოტოკადრებს ნახავთ, ადგილობრივი და უკრაინელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულს.
გამოფენა ქალაქ გორში, კერძოდ ხელოვნების სახლში გაიმართება, რომელიც ისტორიული, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული ძეგლია, რომელიც გეგმის მიხედვით, საქართველოში არსებული ყველა ციხესიმაგრის მაკეტების მუზეუმი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ აღნიშნული პროფილით შენობას არასდროს უმუშავია და ყოველთვის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 90-იანების ბოლოს კი ეს ისტორიული ნაგებობა მიტოვებულ იქნა.
Re-Source Ukraine პროექტის შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.
მონაწილე ფოტოგრაფები:
Vitaliy Yurasov
Arsenii Gerasymenko
Dina Oganova
Kristina Novikova
Sofiia Homin
Alina Panasenko
Ivan Samoylov
Dima Gomberg
Irakli Dzneladze
Leli Blagonrarova
Tbel Abuseridze
Saba Gorgodze