a a a a a a a a a
events
რეზიდენტები
  • ქარ
  • ENG

book your stay

instagram posts

Gallery

გამოფენა: – მითი? – ქალაქი?

04.04 - 16.04.2023

Starts At

18:00

Ends At

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ადამიანის შემოქმედებითი ენერგია მომართული იყო ყოფიერების საზრისის ძიების და შემდეგ მისი ვერბალურ, აუდიო, თუ ვიზუალურ ენებში თარგმნისკენ. 

თანამედროვე დროში ამ თარგმნას სულ უფრო მეტად ცდილობს ლიტერატურა, ფილოსოფია, სახვითი და მედია ხელოვნება. ციფრულ სირთულეებში ორიენტაცია, ხშირად რეალურს და ვირტუალურს შორის საზღვრებს აბუნდოვანებს და გაურკვევლობაში გვამყოფებს. თუმცა ამ გაურკვევლობამ, შეიძლება ანთროპოცენტრულ ღირებულებებში და რწმენაში უფრო ღრმად ჩაგვახედოს და შინაგანი სიმტკიცეც შეგვძინოს. 

წარმოდგენილი სტუდენტური ნამუშევრები, ჟან ბოდრიარის ტექსტის – „ქალაქი და სიძულვილი“ და ჩვენი  არქაული მითოსის – „ამირანის“ ალუზიებია.

გამოფენა ცდილობს მიანიშნოს, რომ თანამედროვე ქალაქის ჰერმეტულ ნიშნების სისტემაში, შესაძლებელია ღრმა მითოლოგიური შრეების ამოკითხვა, რომელშიც და რომლითაც იქმნება კულტურის ტექსტი. 

სტუდენტური გამოფენა -‘მითი? ქალაქი?’, რომლის მონაწილეები სახვითი ფაკულტეტის მე-2 კურსის და მედია ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები არიან,  გაიხსნება  2023 წლის 4 აპრილს 18:00 საათზე, ფაბრიკას Project Space-ში და გაგრძელდება 2023 წლის 16 აპრილამდე.


მონაწილე ხელოვანები: 

ნინი საყვარელიძე, სოფო კორძახია, ნატა გელაშვილი, ლუკა იშხნელი, გიგი გიორბელიძე, ნიტა მაარე, ვიქტორია სარქისოვი, ელენე ლობჟანიძე, სალომე ტურაშვილი, ნიკა თვაური, ვალერია ვალიშვილი, მარიამ ქარციძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ქეთი დავითაძე, თინა ბიჭინაშვილი, ელიზაბედ ჯინჭარაძე, დავით კუბლაშვილი, ნიკა კოჭლამაზაშვილი.

ლუკა ხოფერია, დეა დეკანოიძე, დავით გინდია, ეკატერინე ბაბინა, გიორგი კორთხონჯია, საბა გელაშვილი, მარიშკა წიკლაური, ნათია ტყაბლაძე, თათია მანგოშვილი, გიორგი ოკუჯავა, ნიკა ბუცინაშვილი, ნათია ბუხრაშვილი, ია ქვრივიშვილი, ელენე მანაგაძე, ნატალი შუბითიძე


პროექტის  ავტორი:  კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი

გამოფენის კურატორი:  დათო კოროშინაძე